
ახალი ამბები
უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა
უკრაინაში ბრძოლის დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კახა თილიძე დაიღუპა. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ 12 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უკრაინაში ჩასვლამდე, იგი აშშ-ში ცხოვრობდა. თილიძე ხშირად აზიარებდა ვიდეოებს ფრონტის ხაზიდან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სიახლეებს ავრცელებდა. 2024 წლის აგვისტოში იგი აქტიურად ჩაერთო ხარკოვის ოლქში მიმდინარე ბრძოლაში.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას საქართველოს 63 მოქალაქე დაიღუპა.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/12/2024 – უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა
- 27/11/2024 – უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა
- 21/11/2024 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)