
ახალი ამბები
საქსტატი: 2024 წლის ნოემბერში მშპ 7.5%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 31 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.5%-ით გაიზარდა.
2024 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, მშპ-ს ზრდის იანვარ-ნოემბრის საშუალო მაჩვენებელი 9.4%-ია.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/11/2024 – საქსტატი: 2024 წლის ოქტომბერში მშპ 11%-ით გაიზარდა
- 15/11/2024 – საქსტატი: 2023 წელს საქართველოს მშპ 7.8%-ით გაიზარდა
- 31/10/2024 – საქსტატი: 2024 წლის სექტემბერში მშპ 8.3%-ით გაიზარდა
- 30/09/2024 – საქსტატი: 2024 წლის აგვისტოში მშპ 12%-ით გაიზარდა
- 18/09/2024 – საქსტატი: 2024 წლის მეორე კვარტალში მშპ 9.6%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)