skip to content
ახალი ამბები

საქსტატი: 2024 წლის ოქტომბერში მშპ 11%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 29 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 11%-ით გაიზარდა.

2024 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, მშპ-ს ზრდის იანვარ-ოქტომბრის საშუალო მაჩვენებელი 10%-ია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button