საქსტატი: 2023 წელს საქართველოს მშპ 7.8%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.8%-ით გაიზარდა და 80.889 მილიარდი ლარი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.5%); განათლება (18%); საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (17.8%); მშენებლობა (15%); სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (15.6%); ტრანსპორტი და დასაწყობება (12.3%).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (3.4%); სამთომოპოვებითი მრეწველობა (19.6%); უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (2%).
ასევე წაიკითხეთ:
- 31/10/2024 – საქსტატი: 2024 წლის სექტემბერში მშპ 8.3%-ით გაიზარდა
- 30/09/2024 – საქსტატი: 2024 წლის აგვისტოში მშპ 12%-ით გაიზარდა
- 18/09/2024 – საქსტატი: 2024 წლის მეორე კვარტალში მშპ 9.6%-ით გაიზარდა
- 30/08/2024 – საქსტატი: 2024 წლის ივლისში მშპ 13%-ით გაიზარდა
- 31/07/2024 – საქსტატი: 2024 წლის ივნისში მშპ 7.5%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)