
ახალი ამბები
პოლიციის მანქანაზე ასულ მომიტინგეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მომიტინგე, თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც 22 ოქტომბერს, რუსთველის გამზირზე გამართული აქციის დროს, პოლიციის მანქანის სახურავზე აძვრა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, მან მანქანის სახურავი დააზიანა და ტაქსის მძღოლს სახეში ხელი გაარტყა. ლორთქიფანიძეს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა.
This post is also available in: English
