skip to content
ახალი ამბებიფოტოგალერეა

ფოტოამბავი | პოლიციამ თსუ-სთან 48-საათიანი საპროტესტო აქციის დასაშლელად ძალა გამოიყენა

საქართველოში სადავო არჩევნების წინააღმდეგ უწყვეტი საპროტესტო აქციების მეორე დღეს პოლიციამ 19 ნოემბრის გამთენიისას აქციის მონაწილეები ძალადობრივად დაშალა.

მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, მათ შორის ბევრ სტუდენტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია და ვარაზისხევის ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული, სადაც მათი კარვებიც იყო განთავსებული. პოლიციამ დარბევა 19 ნოემბერს გამთენიისას დაიწყო. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიცია დარბევის დაწყებამდე უნივერსიტეტის ბაღში შევიდა. ტერიტორია, სავარაუდოდ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დაკეტა და სტუდენტებს იქ შესვლა არ შეეძლოთ.

აქციის მონაწილეთაგან ბევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სულ მცირე 11 მომიტინგე დააკავეს, მათ შორის, ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი სიახლეების ბლოგი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button