skip to content
ახალი ამბები

წინასწარი ოფიციალური შედეგები: ქართული ოცნება 52.99%-ით ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს 52.99%-ით, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ჯამში 38.4% მიიღეს.

სრული წინასწარი შედეგები, რომელიც ეყრდნობა 2 206 უბნიდან მიღებულ შედეგებს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა (97%), გამარჯვებულად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს.

წინასწარი შედეგები ასეთია:

შედეგები შეიძლება შეიცვალოს, რადგან ცესკომ კიდევ უნდა დათვალოს  ელექტრონული უბნების დარჩენილი 3% და ასევე იმ ამომრჩევლების ხმების 10%, რომელთაც ხმა ტრადიციული მეთოდით მისცეს საზღვარგარეთ და საქართველოს შორეულ და მთიან რეგიონებში. საბოლოო ოფიციალური შედეგები სავარაუდოდ 27 ოქტომბერს დილით გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც ყველა ბიულეტენი – როგორც ელექტრონულ, ისე არაელექტრონულ უბნებზე – ხელით დაითვლება.

ტრადიციული, არაელექტრონული წესით ხმის მიცემის უფლება 394 547 ქართველს, ყველა რეგისტრირებული ამომრჩევლის 11,24%-ს ჰქონდა. ეს მოიცავდა 95 910 ამომრჩეველს, რომლებიც საზღვარგარეთ იყვნენ რეგისტრირებულნი, ხოლო დანარჩენი რეგისტრირებული იყო მთიან ან უფრო პატარა უბნებში, სადაც მოუხერხებელი იყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. უცნობია რამდენმა მათგანმა მისცა ხმა, თუმცა სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს ემიგრანტ ამომრჩეველთა უზარმაზარი რიგები საზღვარგარეთულ საარჩევნო უბნებზე.

მანამდე, სამმა სხვადასხვა ეგზიტპოლმა ურთიერთსაწინააღდეგო შედეგები აჩვენა, რის შედეგადაც გამარჯვება როგორც მმართველმა პარტიამ, ისე ოპოზიციამ იზეიმეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button