19 წლის ქართველმა პარასპორტსმენმა პარიზში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ანა ჯაფარიძემ პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიგო. 19 წლის პარატაეკვანდოისტი პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია. მისი ბრინჯაო პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის პირველი მედალია.
პირველ შეხვედრაში 19 წლის ქართველმა აშშ-ის წარმომადგენელი არიანა პაოლო აგუილა რამოსი დაამარცხა და მეოთხედფინალში გადავიდა. აქ მან უკვე 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვიცეჩემპიონს, თურქეთის წარმომადგენელ მერიემ ბეთულ ჩავდარს სძლია. ჯაფარიძემ ბრინჯაო ნახევარფინალში ირანელ ზაჰრა რაჰიმთან დამარცხების შემდეგ მოიპოვა.
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს 14 სპორტსმენი ჰყავს, რომლებიც სპორტის ექვს სახეობაში ასპარეზობენ.
ანა ჯაფარიძე მესამე ქართველი ქალი ათლეტია, რომელმაც პარალიმპიური მედალი მოიპოვა. პირველი ორი პარალიმპიური მედლები 2020 წელს ტოკიოში მოიპოვეს ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა. ორივე მათგანი პარალიმპიური ვერცხლის მფლობელია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის ოლიმპიურ თამაშებს, საქართველომ პარიზში ასპარეზობა სულ შვიდი ოლიმპიური მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილზე გავიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)