skip to content
ახალი ამბები

“ანონიმუსი” შტურმით იმუქრება, თუკი “ოცნება” ავტორიტარიზმისკენ სვლას განაგრძობს

“ქართული ოცნების” ლიდერების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჰაკერების საერთაშორისო ჯგუფი “ანონიმუსი” მმართველ ძალას მასშტაბური კიბერშეტევით დაემუქრა, თუკი იგი ავტორიტარული დღის წესრიგის გატარებას განაგრძობს.

“ჩვენ არ შევეგუებით თავისუფლებაზე ამ უხეშ თავდასხმას. თუკი ავტორიტარული დღის წესრიგის გატარებას განაგრძობთ, ჩვენ ისეთ შტურმს გავაჩაღებთ, რომელსაც ვერ გააკონტროლებთ. ჩვენ სწორედ იმ სისტემებს მოვშლით, რომლებსაც თქვენი ხალხის დასაჩაგრად ეყრდნობით”, – მიმართა “ანონიმუსმა” “ქართულ ოცნებასა” და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

“ქართული დემოკრატია ბეწვზე კიდია, დანა კი თქვენ გიჭირავთ”, – განაცხადა ჯგუფმა. “თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ დაუსჯელად იმოქმედებთ, მაგრამ ჩვენ გიყურებთ, ჩვენ მზად ვართ. გადააბიჯებთ ზღვარს და ისეთ ანგარიშსწორებას ნახავთ, რომლის შედეგებსაც თქვენი საზღვრების მიღმაც იგრძობენ. ჩვენ არ ვპატიობთ. ჩვენ არ ვივიწყებთ. გველოდეთ”.

მაისში, “უცხოური აგენტების” კანონის საწინააღმდეგო პროტესტებისას, “ანონიმუსმა” “ქართული ოცნებისა” და პროსახელისუფლებო მედიის, POSTV-ის ვებგვერდები დაჰაკა, ასევე გათიშა საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდიც.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button