skip to content
ახალი ამბები

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 15 ივლისიდან, 92 სხვა სახელმწიფოს მოქალაქეების მსგავსად, საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში ტურისტული, საქმიანი ან მოკლევადიანი სამუშაო მიზნებისათვის უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. მანამდე, ტაილანდში უვიზოდ მოგზაურობა 57 სახელმწიფოს მოქალაქეებს შეეძლოთ.

ტაილანდის სამეფოს გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის უფრო მეტ ქვეყანაზე გავრცელებასთან დაკავშირებით მეტი უცხოელი ვიზიტორის მოზიდვის გზით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის ივნისისათვის, უვიზო რეჟიმით სარგებლობისათვის მოქალაქეებს მოგზაურობის ელექტრონული ავტორიზაციის გავლა დასჭირდებათ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button