skip to content
ახალი ამბები

ჩინეთის საელჩო აშშ-ის ელჩის განცხადებებს „აბსურდულს“ და „არაპროფესიონალურს“ უწოდებს

საქართველოში ჩინეთის საელჩომ 21 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მიერ ჩინეთთან დაკავშირებით ქართულ მედიასთან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები დაგმო. დანიგანმა კრიტიკულად ისაუბრა საქართველოს მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიისთვის“ (China Communications Construction Company) გადაცემის თაობაზე.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელის მტკიცებები, რომ თითქოს “ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიაში” (CCCC) წილების უმრავლესობას ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს და თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის სამხედრო ძალების ნომერ პირველი ბანკირი და დამფინანსებელია, არის აბსურდული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან“, – განაცხადა ჩინეთის საელჩომ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დანიგანის ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების „სან-ფრანცისკოს ხედვას“. „ჩინური მხარე ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არანაირი პროფესიონალიზმი არ გამოიჩინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button