ახალი ამბები

2024 წლის I კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 201.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 10 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიური პერიოდის წინასწარ მონაცემებთან შედარებით 64.4%-ით შემცირდა და 201.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „საქსტატის“ ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.

2024 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7%-ია. რეინვესტიციამ 92.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 45.9%-ით განისაზღვრა.

ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით სიის სათავეშია თურქეთია –42.4 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: ჩეხეთის რესპუბლიკა – 41.5 მლნ აშშ დოლარით (20.6%); აშშ – 33.7 მლნ აშშ დოლარით (16.7%); ნიდერლანდები – 32.3 მლნ აშშ დოლარით (16.1%) და მარშალის კუნძულები – 22.3 მლნ აშშ დოლარით (11.1%).  ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5%-ს შეადგენს.

ამავე პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 78.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1%-ია. შემდეგ მოდის ვაჭრობის სექტორი – 39.5 მლნ აშშ დოლარით (19.6%); ტრანსპორტის სექტორი 38.8 მლნ აშშ დოლარით (19.3%); დამამუშავებელი მრეწველობა 25.3 მლნ აშშ დოლარით (12.6%) და უძრავი ქონება 19.4 მლნ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button