ახალი ამბები

2023 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 505.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 8 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 29.9%-ით გაიზარდა და 505.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2023 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 23.3%-ით შემცირდა და 72.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14.4%-ია. რეინვესტიციამ 422.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 83.5%-ით განისაზღვრა.

ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით სიის სათავეშია გაერთიანებული სამეფო  168.3 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 33.3%-ს შეადგენს; შემდეგ მოდიან: თურქეთი – 71.0 მლნ აშშ დოლარით (14.0%); ნიდერლანდები – 62.7 მლნ აშშ დოლარით (12.4%); ჩეხეთი – 55.6 მლნ აშშ დოლარით (11.0%) და მალტა – 36.7 მლნ აშშ დოლარით (7.3%). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 78%-ს შეადგენს.

2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 255.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (50.6%). შემდეგ მოდიან: ენერგეტიკის სექტორი – 137.2 მლნ აშშ დოლარით (27.1%); დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი – 35.6 მლნ აშშ დოლარით (7.0%); ვაჭრობის სექტორი – 34.9 მლნ აშშ დოლარით (6.9%) და უძრავი ქონება – 13.2 მლნ აშშ დოლარით (2.6%).

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის დაზუსტებული მონაცემები 2024 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button