ახალი ამბები

PACE-ს პრეზიდენტი ვენეციის კომისიას „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე მოსაზრებისთვის მიმართავს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაზე გადაუდებელი მოსაზრების მომზადების თხოვნით მიმართა

მანამდე, 4 აპრილს, PACE-ს თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში, კლოდ კერნმა და ედიტე ესტრელამ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გამო და საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის „საპარლამენტო დღის წესრიგიდან მოხსნისკენ“ მოუწოდეს. 

გარდა ამისა, 16 აპრილს, PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა, „ადამიანის უფლებებზე შესაძლო ზეგავლენის გამო“, ასევე გადაწყვიტა მოეთხოვა ვენეციის კომისიის მოსაზრება ანტი-ლგბტ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და პარლამენტში გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button