skip to content
ახალი ამბები

PACE-ს თანამომხსენებლები ‘უცხოელი აგენტების’ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გამო შეშფოთებას გამოხატავენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში, კლოდ კერნმა და ედიტე ესტრელამ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გამო და საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის „საპარლამენტო დღის წესრიგიდან მოხსნისკენ“ მოუწოდეს.  

3 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გააკეთა განცხადება. მანამდე, 2023 წლის 7-9 მარტის აქციების შედეგად, მმართველ პარტიას კანონპროექტის პარლამენტიდან უკან გაწვევა მოუწია. ამჯერად, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კანონპროექტის შინაარსი უცვლელია, თუმცა სიტყვები „უცხოელი აგენტი“ შეიცვალა „უცხო ძალის ინტერესებში მოქმედი ორგანიზაციით“.

„ღრმა შეშფოთებას იწვევს ამ ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, რომლის უკან გაწვევასაც შარშან ჩვენ გულწრფელად მივესალმეთ. ის, რაც ჩვენ ამ კანონის პირველად ინიცირებისას ვთქვით, ახლაც ძალაში რჩება: არსებობს სერიოზული კითხვები ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და ნორმებთან კანონპროექტის შესაბამისობასთან დაკავშირებით“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button