ახალი ამბები

რუსულმა სასამართლომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ 26 მარტს საქართველოს მოქალაქეს ალექსანდრე ინასარიძეს ყირიმის ხიდზე „ტეროტისტული აქტის“ ჩადენის გამო დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ამის თაობაზე რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ინასარიძე ავტოსატრანსპორტო კომპანიის მფლობელია, რომლის სატვირთო მანქანასაც ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდა, რომელიც მოგვიანებით ხიდზე აფეთქდა. ინასარიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მისი ექსტრადირების მომენტიდან აითვლება.  

რუსულმა სასამართლომ ასევე დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსს ვასილი მალიუკს, რომელმაც აღიარა უკრაინის კავშირი 2023 წლის ივლისში ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან.

ხიდი რუსეთის ტერიტორიას ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული. აფეთქებიდან ოთხ დღეში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დანაშაულზე პასუხისმგებელი რვა პირის დაკავების შესახებ გაავრცელა განცხადება. მათ შორის რუსეთის ხუთი, ასევე უკრაინისა და სომხეთის სამი მოქალაქე იყო. მისივე თქმით, დანაშაულში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ორი მოქალაქე, ინასარიძე და ბროკერი სახელად „ლევანი“.   

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button