ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპა. ინფორმაცია ამის თაობაზე „ქართულმა ლეგიონმა“ 9 მარტს გაავრცელა. ორივე მათგანი იმ სამხედრო შენაერთის შემადგენლობაში იყვნენ, რომელიც ძირითადად უკრაინის მხარეს მებრძოლი ეთნიკური ქართველი მოხალისეებისგან შედგება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ ორივე დაღუპული საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

„ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, ქართველი მებრძოლები უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს მახლობლად დაიღუპნენ. „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის გადატანის დროს საბრძოლო მანქანა ამოტრიალდა და ორივე მებრძოლი დაიღუპა.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 46 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button