ახალი ამბები
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ბრძოლის დროს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ინფორმაცია ამის თაობა „ქართულმა ლეგიონმა“ 1 თებერვალს გაავრცელა.
„ქართულმა ლეგიონმა“ აცნობა „სამოქალაქო საქართველოს“, რომ ორივე დაღუპული საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.
„ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, მებრძოლები აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ. ორივე მათგანი „ქართული ლეგიონის“ შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.
არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 44 მოქალაქე დაიღუპა.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/11/2023 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 16/11/2023 – უკრაინაში ბრძოლის დროს „ქართული ლეგიონის“ ორი წევრი დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)