Placeholder canvas
ახალი ამბები

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას აქებს

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა 28 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო აქებს, რომ ის „ეროვნული ინტერესებით“ ხელმძღვანელობს და არ აყვა „ანტი-რუსულ ისტერიას“. „აპლოდისმენტები. რაც არ უნდა სირთულეები იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებში, საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას ეყო სიმამაცე, რომ არ აყოლოდა ანტი-რუსულ ისტერიას და ეროვნულ ინტერესებსა და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოზიციით ეხელმძღვანელა“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, „ასეთი პრიორიტეტებით, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, ორი წელია ზედიზედ ორნიშნა ზრდას აჩვენებს. სხვათაშორის, რუს ტურისტებს არცთუ ისე ცუდი შემოსავალი შეაქვთ ქვეყანაში“.

„ამავდროულად, ევროკავშირში განაგრძობენ ანტი-რუსული სანქციების მე-12 პაკეტის გამოძერწვას მანიაკალური სურვილით, რომ ლურსმნების, ღილების, საკერავი ნემსებისა და საქსოვი ჩხირების ექსპორტის აკრძალვით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დაანგრიონ“, – აცხადებს სახელმწიფო დუმა. „ასეთი ‘შორსმჭვრეტელი ევროპელი ჩინოვნიკების წყალობით, ევროპა სულ უფრო გარდაიქმნება მე-6 პალატად დეგრადაციის კლინიკური ნიშნებით, ამასთან ყველა სფეროში – ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ თუ მორალურ სფეროებში“.

„როგორც სჩანს, ეს გადამდებია. პოლიტიკური დემენციის მეტასტაზებმა კიევში ჩააღწიეს, სადაც რეალობის შეგრძნების სრული დაკარგვით, სრული სერიოზულობით განიხილავენ უკრაინისთვის უცხო ტერიტორიის, ყირიმის ქალაქების სახელების შეცვლის საკითხს. ეს სიგიჟეა თუ ჭკუასუსტობა? ორივეს ნიშნები აშკარად სახეზეა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button