ევროპის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი საქართველოს სტუმრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობა განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მნიშვნელობას.
ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გარემო და გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეიტანოს საქართველომ თავისი წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ბრიტანელ მინისტრს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში გაერთიანებული სამეფოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ლეო დოქერტიმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
The UK and Georgia are important and long-standing partners.
— Leo Docherty MP (@LeoDochertyUK) November 21, 2023
With Prime Minister @GharibashviliGe , I underlined the UK’s continued support for Georgia’s Euro-Atlantic aspirations.
?? ? ?? pic.twitter.com/MQV5TJ0F4M
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლეო დოქერტი საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსაც შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „შეხვედრაზე აღინიშნა ევროპის მინისტრის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათს და წარმოადგენს რეგიონის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მზარდი ინტერესის მორიგ დემონსტრირებას“.
სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა ქართული მხარის ძალისხმევა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით. მინისტრმა ევროპის საკითხებში ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული მედიატორის როლს. მან განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს როლი რეგიონული დაკავშირებადობის გაზრდის, ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და ახალი ენერგეტიკული არქიტექტურის ჩამოყალიბების მიმართულებით.
„აღინიშნა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის რეგულარულ პლატფორმად ჩამოყალიბდა. ამ კონტექსტში, ქართულ მხარემ დაადასტურა მზაობა, უმასპინძლოს დიალოგის მე-9 რაუნდს თბილისში“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-რელიზში.
„მე დავარწმუნე საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი, რომ მხარს დავუჭერთ მედეგობის გაძლიერებაში, რათა რუსეთის მავნებლურ ქმედებებს დუპირისპირდნენ“, – დაწერა ლეო დოქერტიმ Twitter-ზე შეხვედრის შემდეგ.
Great to be in Tbilisi. The UK’s support for Georgia’s sovereignty and territorial integrity is unwavering.
— Leo Docherty MP (@LeoDochertyUK) November 21, 2023
I assured FM @iliadarch of our support to build resilience in the face of Russia’s malign activity. pic.twitter.com/2NGFPhIKPZ
ლეო დოქერტი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა ნაციონალური მოძრაობიდან, პარტია საქართველოსთვის, სტრატეგია აღმაშენებლიდან და ლელოდან. საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, მათ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.
A good conversation between @LeoDochertyUK and Georgia’s opposition politicians.
— UK in Georgia (@UKinGeorgia) November 21, 2023
Less than a year to go before the important elections in Georgia, it was good to learn more about the context.@MarkClaytonFCDO pic.twitter.com/oYlYMxfrLz
ბრიტანეთის მინისტრის ევროპის საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მათ განიხილეს ის გარემო, რომელშიც არასამთავრობოებს უწევთ მუშაობა და ის მხარდაჭერა, რომლის გაწევაც გაერთიანებული სამეფოს შეუძლია.
Interesting discussion between @LeoDochertyUK and diverse group representing ?? civil society sector.
— UK in Georgia (@UKinGeorgia) November 21, 2023
An opportunity to understand more about the environment they operate in as well as where the UK is best placed to support.@MarkClaytonFCDO pic.twitter.com/FzLHSn61h3
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)