ახალი ამბები

საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება გამართეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სამეთაურეო-საშტაბო სწავლებაში ETERNITY 2023, რომელიც ბაქოში ჩატარდა. სწავლებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მიზნად ისახავდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის, ასევე რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვას.

„სწავლება სამი ქვეყნის სამხედროებს შორის კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, ასევე ერთიანი სამოქმედო გეგმის შექმნასა და ნატოს დაგეგმარების პროცესის მიხედვით აღსრულებას გულისხმობს“, – აღნიშნა თავდაცვის სამინისტრომ.

სამმხრივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ქვეყნების მონაცვლეობის პრინციპით 2000 წლიდან იმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button