ახალი ამბები

კარასინი: პრეზიდენტ ზურაბიშვილს „პოლიტიკური შიზოფრენია“ აქვს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს „პოლიტიკური შიზოფრენია“ აქვს.

კარასინმა ეს კომენტარი ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ზურაბიშვილის ინტერვიუზე გააკეთა, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ რუსეთს უკრაინაში არ შეაჩერებენ, ვლადიმირ პუტინის შემდგომი ნაბიჯი შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნები ან საქართველო იყოს.

კარასინმა განაცხადა, რომ ნატო და მასთან ასოცირებული არასამთავრობო სტრუქტურები რუსეთს სულ უფრო უტევენ. „მათ უკვე მჭიდრო წრე შემოავლეს ჩვენს ქვეყანას“, განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ბოლო ადგილია, სადაც რუსეთთან დასაპირისპირებლად პლაცდარმი შეიქმნა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კარასინს 2 ოქტომბერს უპასუხა. მისი თქმით, აბსოლუტურად მოიღებელია, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელს არასათანადოდ მოიხსენიებს. თუმცა, „ერთადერთი, რაც რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამს, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. როდესაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ამით შემოდის არასტაბილურობა, მათ შორის, კონსტიტუციური ორგანოების ურთიერთობაში. ამით, რა თქმა უნდა, სარგებლობს რუსეთი, ამიტომ წისქვილზე წყალს ასხამს არა კონსტიტუციის დაცვა, არამედ კონსტიტუციის დარღვევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში განხორციელებული ვიზიტების გამო, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის წინაამდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button