ახალი ამბები

ქართული ოცნება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

1 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა.

კობახიძის თქმით სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს და საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს.

“ამგვარი დამოკიდებულების ფონზე, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი კონტრპროდუქტიულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით და პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საქართველოს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი.”

“სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ითამაშოს ერთგვარი წაუგებელი თამაში. ერთი მხრივ, მან იცის, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და მას სურს, მოვლენების ამგვარი შესაძლო განვითარებიდან ქულები თავად დაიწეროს. მეორე მხრივ კი, ის ეცდება, რამდენადაც შესაძლებელია, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას შეუშალოს ხელი. საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს – ეს არის იმპიჩმენტი”, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე განმარტა რომ იმპიჩმენტის პროცედურას ესაჭიროება 100 ხმა და შესაბამისად ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს. პროცედურის წამოწყებამდე კი „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დასადასტურებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button