skip to content
ახალი ამბები

საქსტატი: იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობა 16.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16.8%-ით გაიზარდა და 14.005 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 14.4%-ით გაიზარდა და 4 მლრდ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა და 9.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7%-ია.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო 1.9 მლრდ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის რუსეთი – 1.7 მლრდ აშშ დოლარით; აშშ – 1.2 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი – 1.09 მლრდ აშშ დოლარით და აზერბაიჯანი – 979 მლნ აშშ დოლარით.

იმავე პერიოდში, ექსპორტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიის სათავეში აზერბაიჯანი იყო 568 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: სომხეთი 552 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი 461 მლნ აშშ დოლარით, ყაზახეთი 428 მლნ აშშ დოლარით და ყირგიზეთი 414 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი 1.6 მლრდ აშშ დოლალით, რუსეთი 1.2 მლრდ აშშ დოლარით, აშშ 1.19 მლრდ აშშ დოლარით, ჩინეთი 843 მლნ აშშ დოლარით და გერმანია 608 მლნ აშშ დოლარით.  

2023 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეში იყო მსუბუქი ავტომობილები 1.37 მლრდ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 412 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 169 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 115 მლნ აშშ დოლარით; ფეროშენადნობები – 115 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 113 მლნ მლნ აშშ დოლარით.  

რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 95 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები 716 მლნ აშშ დოლარით; დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – 354 მლნ. აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 305 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის – 240 მლნ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button