სახდეპი მოუწოდებს მთავრობას და ყველა მონაწილე მხარეს „გაერთიანდნენ“ კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო რეფორმების განსახორციელებლად
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ „საქართველოს პრო-რუსული ხელისუფლების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს გაუსვა ხაზი და ამ მიზნის მისაღწევად ერთიანობისკენ მოუწოდა.
პატელმა განაცხადა, რომ „ჩვენ ნათლად გამოვხატეთ, ისევე როგორც ქართველმა ხალხმა … რომ ისინი თავის მომავალს ევროპასთან ხედავენ და ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო საგზაო რუკა მისცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად“.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ საქართველოს მთავრობას და ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებთ გაერთიანდნენ და იმუშავონ ამ მიზნის მისაღწევად, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად. ერთიანი საქართველოს საჭიროება ასეთი აუცილებელი არასდროს ყოფილა“, – დასძინა ვედანტ პატელმა.
NEW!!! U.S. urges Georgian govt and other stakeholder to ‘come together NOW’ and work to implement reforms required to achieve EU candidate status, DoS Spox tells me.
— Alex Raufoglu (@ralakbar) September 5, 2023
“The need of unified had never been more urgent”#GeorgiaDeservesBetter pic.twitter.com/ECwEUUZoP4
ასევე წაიკითხეთ:
- 02/08/2023 – სახელმწიფო დეპარტამენტი: „აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს“
- 25/07/2023 – აშშ იმეორებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი
- 14/06/2023 – აშშ-ის სახდეპი: სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს
- 23/05/2023 – სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას რუსეთთან ფრენების აღდგენაზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)