ახალი ამბები

აშშ-ის სახდეპი: სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს, მაგრამ რუსეთს გაურთულებს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას, ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან: „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო და შემოსავლების სამსახური და ეროვნული ბანკი შესანიშნავი პარტნიორები არიან და გვჯერა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის მცდელობებს გვერდი აუაროს სანქციებს“. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ომის დასრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გადამწყვეტია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოსა და „განსაკუთრებით, რუსეთის მეზობლების ინტერესებშია“.  

8 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ობრაიენმა საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორის დაასახელა, რომლებიც რუსეთის სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემას იწვევენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button