სახელმწიფო დეპარტამენტი: „აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს“
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ მოსკოვსა და სოხუმს შორის სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენის თაობაზე საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმების დამტკიცებას გამოეხმაურა.
- 27/07/2023 – აფხაზეთის „პარლამენტმა“ სოხუმის აეროპორტის აღდგენის თაობაზე რუს ინვესტორთან შეთანხმება დაამტკიცა
„ამერიკის შეერთებული შტატები სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტატისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს თავისი ვალდებულება და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
NEW!!! State Dept reacts to Georgia's occupied region of Abkhazia's decision to transfer strategic location – Sokhumi airport to Russia.
— Alex Raufoglu (@ralakbar) August 1, 2023
"The United States considers Sokhumi Airport to be part of Georgia's airspace," DoS Spox Matthew Miller tells me.
1/2#RussianAggression
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)