ახალი ამბები

საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლაზე ერთი პირი დააკავეს

სასამართლოს განაჩენით, 14 ივლისს საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს.

როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, მათ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ “ფორმულას” ოპერატორს, სულხან ჭკადუას 2023 წლის 6 ივლისს, რეპორტაჟზე მუშაობისას ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამავდროულად, აგრესიული ქცევით არ მისცა სიუჟეტის ჩაწერის საშუალება “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ ნათია წითელაურს და “მთავარი არხი”-ს ჟურნალისტ ია გულიაშვილს.


ჟურნალისტებზე თავდასხმა მოხდა 2023 წლის 6 ივლისს, როდესაც საგარეჯოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხნენ თავს, სიტყვიერად შეურაცხყვეს და ქვებსაც ესროდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button