ახალი ამბები

ნიკა გვარამიას CPJ-ის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია იმ ოთხ ჟურნალისტს შორის დასახელდა, რომლებიც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) 2023 წლის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს მიიღებენ.

ჯილდო გადაეცემა ჟურნალისტებს, რომლებიც მთავრობის მიერ ზეწოლის, გატაცებების, გადასახლებისა და მათი საქმიანობის მზარდი კრიმინალიზაციის მიუხედავად მაინც აგრძელებენ ახალი ამბების გაშუქებას. „პრესაზე თავდასხმები მატულობს, მაგრამ ჟურნალისტები აგრძელებენ იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებას, რომლებიც ჩვენ ყველას გვაძლიერებს“, – განაცხადა CPJ-ის პრეზიდენტმა ჯოდი გინსბერგმა და შეაქო ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტები კორუფციისა და არასათანადო ქმედებების გამოვლენისთვის.

CPJ-ის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მართალია ის თავს პროფესიონალ ჟურნალისტად არ თვლის, მიაჩნია, რომ ეს ჯილდო, რაც მისმა უსამართლო დაპატიმრებამ განაპირობა, არის საქართველოში ყველა პროფესიონალი, დამოუკიდებელი ჟურნალისტის აღიარება.

დაჯილდოების ცერემონია 16 ნოემბერს ნიუ-იორკში გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button