ახალი ამბები

შარლ მიშელი მიესალმა ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე და მას საქართველოში დეპოლარიზაციისკენ გადადგმული „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა.

შარლ მიშელი ასევე მიესალმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დადასტურებას, რომ საქართველო არ შეეცდება „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებას.

მან ასევე „პოზიტიურ ნაბიჯად“ შეაფასა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, მესამე მოსმენით არ მიიღოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი.  „ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირებაა საჭირო“, აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

„ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე პოზიტიურ იმპულსს ქმნის რეფორმებისთვის, რათა ქვეყანა ევროპულ გზაზე წინ წავიდეს“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე 22 ივნისს გამოქვეყნებულ პრესრელიზში. „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.“

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button