პრემიერი ღარიბაშვილი კატარს სტუმრობს
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში კატარს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის და პრემიერს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანის შეხვდა. დაგეგმილია პანელურ დისკუსიაზე პრემიერის სიტყვით გამოსვლაც.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კატარის ემირთან შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკაზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ საქართველო-კატარს შორის შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის პრიორიტეტია. მათვე არსებული ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს.
თავის მხრივ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოსა და კატარის პრემიერებმა. მათვე ხაზი გაუსვეს ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. მათვე ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა აღნიშნეს.
სხვა შეხვედრები
დოჰაში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრს, ხალიდ ალფაილს და ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრს, ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმსაც შეხვდა და მათთან ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები განიხილა. მათვე საქართველოს „ძალიან მნიშვნელოვანი“ გეოსტრატეგიული მდებარეობა აღნიშნეს და გამოთქვეს მზადყოფნა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სამინისტროების თანამშრომლებისგან შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის. მხარეები მიმდინარე წელს თბილისში ორი ქვეყნის ბიზნესფორუმის ჩატარების თაობაზე შეთანხმდნენ.
პრემიერი ღარიბაშვილი „ბლუმბერგ მედიის“ აღმასრულებელ დირექტორს სკოტ ჰავენსსაც შეხვდა და მთავრობასა და „ბლუმბერგს“ შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილა. მათვე ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)