Placeholder canvas
ახალი ამბები

ცესკომ 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს მოქალაქეებმა 29 აპრილს 10 მუნიციპალიტეტში გამართულ შუალედურ/როგგარეშე არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. 2 მუნიციპალიტეტში მერების არჩევნები, 5 მუნიციპალიტეტში საკრებულოების მაჟორიტარი წევრების, ხოლო 3 მუნიციპალიტეტში მაჟორიტატი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტში გამართული მერის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, დავით ზალკანიანი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) მონაწილეობდა და მან ხმების 100% მიიღო. იგივე სიტუაციაა თერჯოლაშიც, სადაც მანუჩარ რობაქიძემ (“ქართული ოცნება“) ასევე ხმების 100% მიიღო.

თითო კანდიდატი მონაწილეობდა და ხმების 100% მიიღეს შემდეგ ოლქებში: ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი – მიხეილ გიორგაძე (ქართული ოცნება); ახალციხის მაჟორიტარული ოლქი – როინი ნებაძე (ქართული ოცნება); თიანეთის მაჟორიტარული ოლქი – იოსებ მათურელი (ქართული ოცნება); გურჯაანის მაჟორიტარული ოლქი – ზურაბი მუხულიშვილი (ქართული ოცნება).

ორი კანდიდატი მონაწილეობდა ტყიბულის მაჟორიტარულ ოლქში – გიორგი კერესელიძე (ქართული ოცნება – 87%) და გიორგი გაგოშიძე, დამოუკიდებელი (13%).

ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში საპარლამენტო მაჟორიტარის არჩევნების შედეგები ასეთია: გიორგი ხახუბია (ქართული ოცნება – 95%) და ბესიკი წულეისკირი (თავისუფალი საქართველო – 5%).

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. მათი შეფასებით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში, ორგანიზებულად ჩაიარა. 165 უბნიდან, 117-ზე ხმის მიცემა ელექტრონულად გაიმართა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button