პიტერ სტანო: ევროკავშირი შეშფოთებულია უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტით
„შემაშფოთებელია „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია“, – განაცხადა ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ „ნეტგაზეთის“ კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, „ეს მთავარია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და 12 პრიორიტეტის ნაწილია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს აქვთ მოვალეობა, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს, ასევე, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას“.
„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს რესურსებზე ხელმისაწვდომობას, დაფინანსების ჩათვლით, როგორც გაერთიანების თავისუფლების განუყოფელ კომპონენტს, როგორც ეს გათვალისწინებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლში, რომლის მხარეც საქართველოა“, – აღნიშნა სტანომ.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ საშინაო და საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა კი არ უნდა შეიზღუდოს, არამედ „უნდა იყოს ხელშეწყობილი, როგორც აუცილებელი პირობა სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და მნიშვნელოვანი მუშაობისთვის“.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/02/2023 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: საქართველომ არ უნდა მიიღოს „უცხოელ აგენტებზე“ კანონი
- 22/02/2023 – მმართველი გუნდი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის დადებით მხარეებზე საუბრობს
- 21/02/2023 – „ხალხის ძალა“ უცხოური გავლენების აგენტების შესახებ ალტერნატიულ კანონპროექტს დაარეგისტრირებს
- 20/02/2023 – პრეზიდენტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს
- 17/02/2023 – ომბუდსმენი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს
- 17/02/2023 – საქართველოზე PACE-ის მომხსენებლები მოუწოდებენ პარტიებს არ მიიღონ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი
- 16/02/2023 – აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტით
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)