ახალი ამბები

პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში მოქალაქეზე სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 1 თებერვალს განაცხადა, რომ ოჯახის წევრის მიმართ მუქარის საქმეზე დაკავებულმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ბათუმის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

საქმეზე გამოძიება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (სსკ-ის 333-ის, მე-3, „ბ“) მიმდინარებს, რაც 5-8  წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button