
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ვიზიტისას ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 19 იანვრის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
Delighted to meet w/EU Commissioner @JHahnEU in Davos #WEF23. Discussed ??-?? cooperation & avenues for deepening mutually beneficial partnership. Georgia is diligently progressing on its European path. pic.twitter.com/gJPKkHTYyv
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) January 19, 2023
მათვე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს გაუსვეს ხაზი. მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზეც იმსჯელეს, რა დროსაც პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იოჰანეს ჰანს საქართველოს ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)