ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესები 17 და 20 იანვარს ჩატარდება

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესები, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი განიხილება, 17 და 20 იანვარს ჩატარდება.

გუშინ, 11 იანვარს გამართულ კიდევ ერთ სასამართლო პროცესზე ამერიკელი გასტროენტეროლოგი, სტიუარტ ფინკელი გამოკითხეს, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკები აქვს. მანვე აღნიშნა, რომ მას ამ რისკის სრულად შეფასების შესაძლებლობა არ აქვს, რადგანაც პაციენტს ადეკვატური კვლევები არ ჩატარებია.

ამასთან, სტიუარტ ფინკელის თქმით, სააკაშვილი ისეთ მედიკამენტებს იღებდა, რომელთა გვერდითი ეფექტია გულისრევა, პირღებინება და მადის დაკარგვა. კითხვაზე – განზრახ აძლევდნენ თუ არა მას ამ წამლებს? – ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა უპასუხა, რომ კი, რადგანაც „ჩატარებული იყო ენდოსკოპიები“. მისივე შეფასებით, სააკაშვილის საჭმლის მომნელებელი სისტემის ამჟამინდელმა მდგომარეობამ, შესაძლოა, მისი სიკვდილი გამოიწვიოს.

თავის მხრივ, პროცესის დასრულების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის „სასჯელის მოხდისგან თავის არიდების გეგმის შესრულების“ ოპერაცია.

მანვე აღნიშნა, რომ სასამართლოზე უკვე გამოკითხული მოწმეების მიმართ ნდობის დაბალი ხარისხია. „მიუხედავად უცხოელობისა, ამერიკელობისა და რეგალიებისა, რეალურად ადამიანები დასკვნებს წერენ ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ზედაპირულია ან სხვისი გადმოცემით ან ადვოკატის ინფორმაციით იციან“, – თქვა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button