skip to content
ახალი ამბები

ცხინვალში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები იხურება  

გრიპისა და სხვა ვირუსული ინფექციების გავრცელების გამო, განსაკუთრებით ბავშვებში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონმა რამდენიმე სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.  

რეგიონის მთავარმა ექიმმა, მარინა კოჩიევამ ამის შესახებ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო „რეს“-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზნაურისა და ჯავის რაიონებში მდებარე სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები 10-18 დეკემბრის პერიოდში დაიხურება. მისივე თქმით, ზნაურის რაიონში საბავშვო ბაღიც დაიხურა 7-13 დეკემბრის პერიოდში.  

ამასთან, სოფელ ორჭოსანში სკოლა და სკოლამდელი დაწესებულება 6-12 დეკემბრის პერიოდით დაიხურა, დასძინა კოჩიევამ.  

მსგავსი/Related

Back to top button