2022 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2-ჯერ გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია და 745.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საქსტატის მონაცემებით, ინვესტიციების დიდი წილი – 60% – რეინვესტირებაზე მოდის და 446.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით სიის სათავეშია ესპანეთი 165.9 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: გაერთიანებული სამეფო – 122.9 მლნ აშშ დოლარით; ირლანდია – 120.3 მლნ აშშ დოლარით; აშშ – 64.6 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 41.8 მლნ აშშ დოლარით; იაპონია – 29.6 მლნ აშშ დოლარით; ჩეხეთი – 24.3 მლნ აშშ დოლარით; ვირჯინის კუნძულები – 17.9 მლნ აშშ დოლარით; დანია – 9.9 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი ქვეყნები – 100.3 მლნ აშშ დოლარით.
- 04/02/2022 – ესპანურმა კომპანიამ ქართული წყალმომარაგების კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 265.3 მლნ აშშ დოლარით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე მოდის. შემდეგია: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 159 მლნ აშშ დოლარით; ხელოვნება, გართობა და დასვენება – 143.2 მლნ აშშ დოლარით; დამამუშავებელი მრეწველობა – 38.1 მლნ აშშ დოლარით; ტრანსპორტი და დასაწყობება – 35.4 მლნ აშშ დოლარით და სხვ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)