ახალი ამბები

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობაში თავდაცვის ძალები ჩაერთვნენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვნენ. შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2 სექტემბერს მოაწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახრუმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობაში თავდაცვის ძალებთან ერთად, ასევე ჩართულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

„მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური. ხანძრის ქრობის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე“, – აცხადებენ სამსახურში.

ამასთან, სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციაც.

მედიის ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყის ალპურ ზონაში ხანძრის ჩაქრობას უკვე მესამე დღეა ცდილობენ. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი დაახლოებით 20 ჰექტარზეა გავრცელებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button