skip to content
ახალი ამბები

შსს: ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ჩამქრალია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში გაჩენილი ხანძრის ძირითადი ნაწილი ჩამქრალია და მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხდებით, ხანძრის „სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო“ სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში 19 აგვისტოს გაჩენილილი ხანძრის ჩასაქრობად ასობით მეხანძრე-მაშველი იბრძვის. მათთან ერთად სამუშაოებში ჩართულნი არიან შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების სამიმნისტროების თანამშრომლები.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექტინკაც, მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button