skip to content
ახალი ამბები

კოვიდის ყოველკვირეული განახლება: 18-24 ივლისი

24 ივლისის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კოვიდის სულ 1 685 518 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 658 189 გამოჯანმრთელდა, 16 859 გარდაიცვალა.

ერთკვირიან პერიოდში ტესტის დადებითობის მაჩვენებელი 13.81%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 18-24 ივლისის პერიოდში, ქვეყანაში (ოკუპირებული რეგიონების გარდა) 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 508 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან 5 904 თბილისში გამოვლინდა, 1 317 აჭარაში, 1 001 იმერეთში, 494 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 349 ქვემო ქართლში, 344 კახეთში, 275 გურიაში, 271 შიდა ქართლში, 145 მცხეთა-მთიანეთში, 97 სამცხე-ჯავახეთში, 56 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button