ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს თავის პოლონელ კოლეგას, მათეუშ მორავიეცკის ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსზე იმსჯელეს.

საუბრის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა და ხაზი გაუსვა მოკავშირეების მხარდაჭერას ამ პროცესში.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ამ გზაზე პოლონეთის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button