skip to content
ახალი ამბები

აშშ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს უკრაინის გამო აქებს 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 3 მარტს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც მხარეებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და საქართველოს ოკუპაციაზე იმსჯელეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი მიესალმა ქართველი ხალხისა და პირადად პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატულ მტკიცე მხარდაჭერას.

იმავე ცნობით, აშშ კვლავაც დაუჭერს მხარს „ქართველ ხალხს დემოკრატიული, მშვიდობიანი და აყვავებული ევრო-ატლანტიკური მომავალისკენ მსვლელობისას“.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ მას შესანიშნავი საუბარი ჰქონდა სახელმწიფო მდივანთან და რომ მხარეებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მისი თქმით, იგი აფასებს „ჩვენი პარტნიორის [აშშ-ის] მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების მიმართ, ამ რთულ დროს“.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ენტონი ბლინკენი „უახლოეს მომავალში“ საქართველოს ეწვევა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button