ახალი ამბები

ქართველი სამხედრო ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობასთან იმსახურებს

თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარე ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბ-ბინამ განაცხადა, რომ პოდპოლკოვნიკი ვახტანგ ქარცივაძე პირველი ქართველი სამხედრო იქნება, რომელიც მათთან იმსახურებს.

სარდლობამ 24 ნოემბერს განაცხადა, რომ ქარცივაძის დანიშვნა „ერთ-ერთია მრავალ ქმედებათაგან პარტნიორ საქართველოსთან არსებულ მტკიცე ურთიერთობაში“.

ამავე ცნობებით, ქარცივაძეს მიღების ცერემონიალზე საქართველოს ხუთჯვრიანი აღმართული დროშით შეხვდნენ, რომელსაც სახმელეთო ჯარების სარდლობის ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი მუსტაფა ოგუზი მასპინძლობდა.

საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბ-ბინა, თურქეთში, ფოტო: ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობის Facebook-დან
პოდპოლკოვნიკი ქარცივაძე ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბ-ბინაში, ფოტო: ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობის Facebook-დან

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button