skip to content
ახალი ამბები

საია „ტოტალური კონტროლის“ შესახებ საუბრობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა 16 სექტემბერს, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული სავარაუდო ფარული ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის მხრიდან მოქალაქეების „ტოტალურ კონტროლზე“ მიანიშნებს.

საია გმობს „პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს“ და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას „დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად“ აწარმოოს გამოძიება.

საია-მ ასევე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში მიუთითებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „განუსაზღვრელ და უკონტროლო“ უფლებამოსილებაზე. „არსებული კანონმდებლობა ვერ იცავს პირის პირად ცხოვრებას უკანონო ჩარევისგან“, – დასძინა ორგანიზაციამ.

ასევე წაიკითხეთ;

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button