skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველო ლგბტ ორგანიზაციებს მუშაობას უზღუდავს

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიმდინარე საქმეთა კომიტეტის მიერ ლგბტ უფლებებზე გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველო იმ ქვეყანათა რიგშია  დასახელებული, რომლებიც „ზღუდავენ სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებადამცველთა მუშაობას… ისეთი ზომებით, რომლებიც ხშირად კონკრეტულად ლგბტი ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული“.

ანგარიში, რომლის ავტორებიც ენდრიუ ბოფი და იოომი რენსტრომი არიან, ლგბტ ორგანიზაცია ILGA-Europe-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქართველი პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები სულ უფრო მეტად იყენებენ სიძულვილის ენას ლგბტ ადამიანებისადმი.

დოკუმენტი ასევე ეხება პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ 2019 წლის საკანონმდებლო ინიციატივასაც, რომელიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ რვა ქართული კანონიდან ტერმინების – „სექსუალური ორიენტაციის“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღებას ითვალისწინებდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მართალია საქართველოს პარლამენტმა ეს კანონპროექტი არ მიიღო, „ლგბტ პირთა დაცვის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ინიციატივები [მათდამი] მტრული გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“.

ანგარიშში ასევე ნახსენებია თბილისი პრაიდის შემთხვევაც, როდესაც ორგანიზატორებს 2019 წლის ზაფხულზე ღირსების მარშის „გაუქმება ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან თავდასხმის საშიშროების გამო მოუხდათ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button