skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. „სასამართლომ“ სოფელ გუგუტიანთაკარის მკვიდრს, რამაზ ბეღელურს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „სამოქალაქო საქართველოს“ ინფორმაცია 9 თებერვალს დაუდასტურეს.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ბეღელური გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2 თებერვალს დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის რეგიონში, როკის გვირაბის მონაკვეთზე საქართველოს კიდევ მოქალაქე დააკავეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button