skip to content
ახალი ამბები

სუსი ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე საუბრობს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 3 თებერვლის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გუშინ, ამავე სოფლის მკვიდრი უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის ცნობით, მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებულნი არიან, ასევე გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

„უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას“, – აცხადებენ სუს-ში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button