ახალი ამბები

ცესკო: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8.29%-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 აათისთვის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში 177 462 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც მეორე ტურზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის 8.29%-ია?

ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა – 11.4% ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების #21 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 6.2% საბურთალოს რაიონის #3 მაჟორიტარულ ოლქში.

31 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში 12:00 სთ-ის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 19.41% იყო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში კი ამავე დროს არჩევნებში მონაწილეობა 12.71%-მა მიიღო.

ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 სთ-ზე გაიხსნა. 17 მაჟორიტარულ ოლქში დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 2 140 210 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button