ახალი ამბები

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და საპროტესტო აქციებს გეგმავს

ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, რესპუბლიკური პარტია, გამარჯვებული საქართველო, სტრატეგია აღმაშენებელი და დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგების თანახმად, 48.13% ქართული ოცნება ლიდერობს.

ოპოზიციური პარტიები აქციების დაწყებას დღეს, 16:00 საათიდან პარლამენტის წინ გეგმავენ.

ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო არა არჩევნები, არამედ „ომი, რომელიც ოპოზიციას არ წაუგია“. მისივე განცხადებით, სამოქმედო გეგმის ძირითად დეტალებზე ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე ისაუბრებს.

მმართველი პარტიის მხრიდან „ხელისუფლების მიტაცებაზე“ ისაუბრა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმაც და „[ბიძინა] ივანიშვილის ოლიგარქატი და პუტინის სტრუქტურები“ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში დაადანაშაულა.

10:10 საათის მდგომარეობით, 2 668 უბნის წინასწარი მონაცემებით, 48.58%-ით (617 249 ხმა) ქართული ოცნებს ლიდერობს, მას 26.07%-ით (331 285 ხმა) ენმ-ძალა ერთობაშია მოსდევს, 3.77%-ით (47 903 ხმა) ევროპული საქართველო, 3.28%-ით (41 733 ხმა) ლელო საქართველოსთვის, 3.24%-ით (41 125 ხმა) პატრიოტთა ალიანსი, 3.15%-ით (40 035 ხმა) სტრატეგია აღმაშენებელი, 3.08%-ით (39 110 ხმა) გირჩი, 1.42%-ით (18 099 ხმა) ელისაშვილის მოქალაქეები, 1.02%-ით (13 007 ხმა) ლეიბორისტული პარტია, ხოლო 0.86%-ით (10 889 ხმა) ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button